ბათუმელები
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. დაშავებული 40 წლამდე კაცია. შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. The post ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი appeared first on Batumelebi .
Go to News Site