Timer
პარლამენტთან „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით თსუ-ს პირველი კორპუსიდან მივიდნენ. მათ გააჟღერეს საქართველოს ჰიმნი, მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტთან მივიდნენ: „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი პარტიების ლიდერები, წარმომადგენლები და მოქალაქეები. ოპოზიციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ხმის გამაძლიერებლებს მიიტანენ პარლამენტის შენობასთან და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ. Source
Go to News Site