Collector
ჩოხატაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს — პოსტი ჯუმბერ ბერძენიშვილმა დაიკავა | Collector
ჩოხატაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს — პოსტი ჯუმბერ ბერძენიშვილმა დაიკავა
Timer

ჩოხატაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს — პოსტი ჯუმბერ ბერძენიშვილმა დაიკავა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. აღნიშნულ პოსტს დღეიდან ჯუმბერ ბერძენიშვილი დაიკავებს, რომელიც აქამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. როგორც ცნობილია, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის დაკავების შემდეგ, უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ზაალ მამალაძე ასრულებდა. დღევანდელი კენჭისყრის შედეგად კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს სრულუფლებიანი ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. Source

Go to News Site