Timer
კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებას ეხმაურება. გეგელიას თქმით, ეს გზავნილი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარს არ ამბობს და ურთიერთობის აღდგენისთვის მზად არის, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. პოლიტიკოსის შეფასებით, ვაშინგტონი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ ინსტიტუტებში ძლიერი ოპოზიციის მონაწილეობაზე, რაც ფუნქციონალური დემოკრატიის მთავარი პირობაა: […] Source
Go to News Site