Timer
სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მისი თქმით, ხმა მისცა სომხეთის მშვიდობიან და სტაბილურ მომავალს. „ხმა მივეცი სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობიან, განვითარებად, ძლიერ და სტაბილურ მომავალს“, – განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა. დღეს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ორი საათისთვის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,84% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 8%-ით მეტია. Source
Go to News Site