Collector
სომხური მედია: ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ოფისში სამი პირი დააკავეს | Collector
სომხური მედია: ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ოფისში სამი პირი დააკავეს
Timer

სომხური მედია: ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ოფისში სამი პირი დააკავეს

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც დღეს დილით ბლოკ „სომხეთისა“ და „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინებში ჩხრეკა ჩატარდა, სამი პირი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ოფისში აიყვანეს. ბლოკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი ძალისმიერი ქმედების მიზანი პარტიის შტაბის მუშაობის ჩაშლაა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ სამივე პირი მოსყიდვის ბრალდებითაა დაკავებული. Source

Go to News Site