Collector
Giriş Yap
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს | Collector
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი საკუთარი სახლის დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცნობისთვის, სოფელ ოქტომბერში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. 70 წლის მამაკაცმა 55 წლამდე მეზობელს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

Go to News Site